საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ  ირაკლი კობახიძესა და დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას  დაესწრო.

საშობაო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსა (მუჯირი) და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

საშობაო წირვას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.