ილონ მასკი პლატფორმა X-ზე მარკ ცუკერბერგის საეტაპო მნიშვნელობის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

„ეს მაგარია!" - წერს ილინ მასკი X-ზე და აზიარებს ფოტოს, რომელზედაც მარკ ცუკერბერგი შერეული საბრძოლო ხელოვნების (UFC) აღმასრულებელ დირექტორთან და პრეზიდენტთან, დეინა უაითთან ერთადაა და რომელსაც წამძღვარებული აქვს წარწერა:

„ფეისბუქი უარს ამბობს ფაქტების შემოწმებაზე სიტყვის თავისუფლების „აღდგენის“ მცდელობაში

მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ მოდერატორები „ზედმეტად პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან“ და ჰპირდება X-ის მსგავს სისტემას".

შეგახსენებთ, რომ META-მ „fact-checking“-ის პროგრამის გაუქმების შესახებ განაცხადა და ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ აღადგენს თავისუფალ გამოხატვას ფეისბუქზე და ინსტაგრამზე.