მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, ვაჟა სტურუასთან,მოადგილესთან, გიორგი მეიშვილთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატო მანჯგალაძესთან ერთად განსაკუთრებულ რეჟიმში მომუშავე სამსახურებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

 სახანძრო–სამაშველო სამსახური, სამტრედიის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სამტრედიის პოლიცია, საქართველოს რკინიგზა, ენერგო–პრო ჯორჯია, კომუნალური და კეთილმოწყობის სამსახურები, სასწრაფო–სამედიცინო დახმარება, ბავშვთა საავადმყოფო და სხვა...–ეს ის ობიექტებია, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა დღეს საჩუქრები მიიტანა. 
 დავით ბახტაძე -,,ტრადიციულად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მოვინახულებთ ისეთ სამსახურებს, რომლებიც მიუხედავად დღესასწაულისა, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. გვინდა ჩვენი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ და მშვიდობიანი 2025 წელი ვუსურვოთ მათ.”