დღეს, „ალილოს" საზეიმო მსვლელობა ზუსტად 14:00 საათზე დაიწყო. მახარობლები, ლოცვითა და გალობით, სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ.
ქრისტესშობის მახარობლებს მრევლის ნაწილი სწორედ სამების საკათედრო ტაძარში ელოდებოდა. "ალილოს" წლევანდელი საზეიმო მსვლელობა, ტრადიციულად, სწორედ სამების ეზოში დასრულდა.
"ალილოს" მსვლელობა დედაქალაქის გარდა, რეგიონშიც გაიმართა. საშობაო ნობათს ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში, პენიტენციურ დაწესებულებებში ხვალიდან დაარიგებენ. "ალილოს" ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.