ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური პორტალი mainichi ავრცელებს.
5 იანვარს, დილის 05:10 საათზე, ტოკიოს კოტოს რაიონის ტოიოსუს თევზის ბაზრობაზე გამართულ წლის პირველ აუქციონზე ცისფერი ტუნა 207 მილიონ იენად (1,3 მილიონი აშშ დოლარი) გაიყიდა, რაც ტუნაში ოდესმე გადახდილ ფასთა შორის მეორე ყველაზე მაღალი ფასია.
276 კილოგრამიანი ტუნა, რომელიც დაიჭირეს ჩრდილოეთ იაპონიის აომორის პრეფექტურის ქალაქ ომას სანაპიროსთან, ერთობლივად იყიდეს შუამავალმა საბითუმო მოვაჭრემ და კომპანიამ, რომელიც მართავს Sushi Ginza Onodera რესტორნების ქსელს.
„ის მსუქანი ძროხასავით იყო“, - თქვა 73 მეთევზე მაზაჰირო ტაკეუჩიმ იმ მომენტის გახსენებისას, როცა შაბათის დილით გიგანტური ტუნა დაინახა.
„წლის პირველ ტუნას წარმატება მოაქვს. ჩვენ გვსურს ხალხის გაღიმება საკვების საშუალებით“, - თქვა შინჯი ნაგაომ, Sushi Ginza Onodera-ს პრეზიდენტმა.
ყველაზე მაღალი ფასი, 333,6 მილიონი იენი, ცისფერ ტუნაში 2019 წელს გადაიხადეს. 2021 წელს, კოვიდის პანდემიის დაწყებისთანავე, ფასი 20.8 მილიონამდე დაეცა. 2023 წელს ტუნას ფასი 36.0 მილიონ იენამდე გაიზარდა, 2024 წელს კი 114.2 მილიონ იენამდე.