საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

"შემზარავია გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდალი ტრაგედია. სიტყვები უადგილოა. შეგვიძლია მხოლოდ მწუხარება და მათი სულებისთვის ლოცვა.

თანაზიარი ვარ ოჯახის, სანათესაოს, ჩვენი საზოგადოების გლოვის."- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში .

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.