ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სააგენტოები ავრცელებენ.

აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის პროექტით და ბოლნისში მოქმედი „კანონისა და ინტეგრაციის კავკასიური ცენტრის“ ორგანიზებით, ბოლნისელი ახალგაზრდებისთვის პირველი საზაფხულო ბანაკი გაიმართა.

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში ორგანიზებულ ბანაკში რეგიონის 20 სოფლიდან 80-მდე ახალგაზრდა და მოზარდი მონაწილეობდა.

გახსნის ცერემონიალზე ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რეზო ჰასანოვი მიესალმა მონაწილეებს და გამოთქვა რწმენა, რომ უახლოეს წლებში ბანაკი უფრო ფართო ფორმატში მოეწყობა და ტრადიციად იქცევა.

„უდავოა ბანაკების მნიშვნელობა ბავშვების სწავლის და აღზრდის, მათი ეფექტურ საქმიანობაში ჩართვის თვალსაზრისით. კოლექტივიზმი, ორგანიზებულობა, თანაცხოვრების პრინციპები - ის ფაქტორებია, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მაღალი ზნეობრიობის განმტკიცებაზე, ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება განათლების ეფექტურობაზე და ხარისხზე“, - აღნიშნა რეზო ჰასანოვმა.

ბანაკის მონაწილეებმა სოფელ ტანძიაში მდებარე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, იქ გამოფენილ ისტორიულ ექსპონატებს გაეცნენ და გარემოს დაცვის მიზნით მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. მონაწილეებმა ერთმანეთს სხვადასხვა თემის გარშემო მომზადებული ნამუშევრები წარუდგინეს, მონაწილეობა მიიღეს ნაციონალურ მუსიკასთან და სამამულო ფილმებთან დაკავშირებულ მხიარულ ინტელექტუალურ თამაშებში.