სიდნეიში დასრულდა ტესტ-მატჩი ავსტრალიის და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებ გუნდებს შორის.

შეხვედრის მესამე წუთზე ავსტრალიელები დაჯარიმდნენ და ლუკა მატკავამ ანგარიში გახსნა.



„ვოლაბებმა" მძლავრად შეუტიეს მე- წუთზე ლელო-გარდასახვით ანგარიში 7:3 გახდა, მე-12 წუთზე დადებული ლელოთი კი 12:3.



მე-20 წუთზე ავსტრალიელებმა კიდევ ერთხელ დადეს ლელო და გამოიყენეს გარდასახვა - 19:3.


33-ე წუთზე მიხეილ ბაბუნაშვილმა დადო ლელო, ლუკა მატკავამ ზუსტად გარდასახა ანგარიში 9 ქულამდე შემცირდა



მაგრამ ტაიმის ბოლო წუთებში ავსტრალიელებმა ისევ აღადგინეს 16-ქულიანი სხვაობა და ტაიმი 26:10 დასრულდა.


შეხვედრის მეორე ნახევარში მინდორზე რიცხობრივი უპირატესობის მქონე ბორჯღალოსნებმა დავით ნინიაშვილის ლელოთი, ლუკა მატკავას გარდასახვით და აკა ტაბუცაძის ლელოთი (მან საკუთარი ნახევრიდან ფეხით გამოიტანა ბურთი, მასთან ყველას დაასწრო და 100 მეტრიანი რბოლა ლელოთი დაასრულა!) ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს






მოედანზე მოთამაშეთა რიცხობრივი თანაფარდობის აღდგენის და ნინიაშვილის გაძევების შემდეგ  ავსტრალიელებმა ორჯერ დადეს ლელო და ორივეჯერ ზუსტად შეასრულეს გარდასახვა და კვლავ სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ, „ბორჯღალოსნებმა" კი ისევ აკა ტაბუცაძის ლელოთი  ანგარიშში სხვაობის 11 ქულამდე შემცირება შეძლეს



და შეხვედრა „ვოლაბებმა" 40:29 მოიგეს