თუნდაც მღვდელმოქმედება რომ შემიჩერონ, ამას მორჩილებით მივიღებ, მაგრამ ჩემთვის უფრო დიდი დასჯაა, ვიყო მღვდელმოქმედებაში და გავჩუმდე, - ამის შესახებ პეტრე კოლხმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მუდმივად ცდილობენ ჩემი სახელის დაკნინებას, ლანძღვას, გინებას და ძალიან ბევრი, ე.წ. მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში დადის და რომელიც სინამდვილეში ქრისტეზე მეტად რუსეთს ეთაყვანება და ემსახურება, სწორედ ისინი ითხოვდნენ ჩემს შეჩერებას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პირობითია სასჯელიც ზოგადად. ჩემთვის დასჯა სხვა რამეა, ჩემთვის უდიდესი სასჯელი არის ის, როდესაც ადამიანს ართმევ თავისუფალ ნებას. ამაზე დიდი სასჯელი, პირადად ჩემთვის არ არსებობს. თუნდაც მღვდელმოქმედება შემიჩერონ, მე ამას მორჩილებით მივიღებ, მაგრამ ჩემთვის ეს დასჯა არ იქნება. დასჯა ჩემთვის არის ის, ვიყო მღვდელმოქმედებაში და გავჩუმდე. ეს უფრო დიდი დასჯაა ჩემთვის.
იცით რამხელა სია მაქვს, არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე ვინ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ",- განაცხადა პეტრე კოლხმა.