როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო. 
რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი.  მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი - გინდა ასე შეხედე, გინდა ისე“- წერს გვარამია.