"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას CPJ-ის International Press Freedom Award-ის ჯილდო მიენიჭა.
დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია: CPJ (ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო (International Press Freedom Award) მომანიჭა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში მხოლოდ 4 ჟურნალისტს გადაეცემა და წელს ამ ჯილდოს ისტორიაში პირველად მიენიჭა ქართველს.ძალიან მიხარია, რაღა დაგიმალოთ - წერს ნიკა გვარამია "ფეისბუკში".