შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.

"აიპრესს" ინფორმაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

Naec-ის პრესსამსახურის ინფორმაციით,  გორგოძემ რამდენიმე დღის წინ  პირადი განცხადებით ითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრესცენტრში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გორგოძის გადადგომა PISA-ს კვლევებს უკავშირდება.