საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, პშემისლავ ჩარნეკთან
სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს თანადგომა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოსა და პოლონეთს მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.
თავის მხრივ, პოლონეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს პარტნიორობისთვის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა – მინისტრები საქართველოსა და პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი მოსწავლეების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის,