ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის სავარაუდო მოწამვლის საქმეზემ, მისცა თუ არა გამოძიება მეუფე შიომ ინფორმაცია არ აქვს.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, ის რომ მეუფე შიომ გამოძიებას ჩვენება მისცა ჟურნალისტებისგან გაიგო. ასევე აცხადებს, რომ წარმოუდგენელია მეუფის მოწამვლა ვინმეს ინტერესებში იყოს.
"მე თქვენგან ვიგებ ამ ინფორმაციას, ისეთი დაფარული ინფორმაციაა, მხოლოდ თქვენგან, ჟურნალისტებისგან ვიგებ, ზოგ მართალს, ზოგ...
გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა დაფარული ინფორმაციაა, მაგრამ, თქვენ, ჟურნალისტები რაღაცნაირად ახერხებთ და იგებთ ამ ინფორმაციას.
მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ამბავი რაღაცნაირად, ის რომ მეუფე ცუდად იყო ამაში ორი აზრი არ არის და მეუფეს რომ რაღაც საფუძველი აქვს მაგრამ, იმდენად წარმოუდგენელია ეს ვინმეს ინტერესებში იყოს...
როგორც ჩანს, ნამდვილად აღმოჩნდა მძიმე მეტალები მის ორგანიზმში, მაგრამ, მძიმე მეტალები ყველას ორგანიზმში არსებობს, აქ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა ან მცენარეებს, აქ რასაც უყურებთ, მათ ნამდვილად აქვთ მაღალი შემცველობა მძიმე მეტალების... "- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს.
2023 წლის 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრიამ განაცხადა - მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა დაშვებულზე მეტი მძიმე მეტალები