"ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს" - ასე უპასუხა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ ჟურნალისტების კითხვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა დარიშხანი მის პანაღეასა და სავარძელზე, ერთერთ ვერსიად მოსაყდრემ ქარხნული წესი დაასახელა და განმარტა, რომ მოკვლევა მიმდინარეობს.
"უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს, შეუძლებელია, იმაზე საუბარი რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება არა, მიმდინარეობს მოკვლევა"- განაცხადა მეუფე შიომ.