თუ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, მე მზად ვარ, ვაზიარო - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, ექსპრეზიდენტის მხრიდან სურვილი თუ იქნება, მზადაა, ის მოინახულოს.
„ეს დამოკიდებულია თავად სააკაშვილზე და მის სურვილზე. ჩემი ურთიერთობის ძირითადი შინაარსი იყო მასთან საეკლესიო საიდუმლოებების შესრულება და არავითარი სხვა პოლიტიკური საკითხების განხილვა. მთლიანად მასზეა ეს დამოკიდებული. როგორც კი მოითხოვს, რომ მე მასთან მივიდე, ვაზიარო თუ სხვა რამე შევასრულო, მე მზად ვარ." - ეპისკოპოსმა.
მედიის კითხვაზე, რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ სააკაშვილთან არ ყოფილხართ?“ – მეუფე ნიკოლოზი უპასუხა: „მანამდეც არ ვყოფილვარ რამდენიმე ხანი. ასე რომ, არ ვიცი, შეიძლება არის ამასთან კავშირი, შეიძლება – არა.
დარწმუნებული ვარ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ღრმად მოაზროვნე ადამიანია და ვფიქრობ, ყურმოკვრით გაგონილს არავითარ შემთხვევაში ის ყურადღებას არ მიაქცევდა. ვფიქრობ, თუ რაიმე შეკითხვები ექნებოდა, მკითხავდა, რადგან ადრეც დავდიოდი მოსკოვში, ადრეც მიწირავს პატრიარქთან ერთად და მან ეს ყველაფერი მშვენივრად იცოდა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.