საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს სისხლი აღმოჩნდა მძიმე მეტალები - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა განაცხადა.
"ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა.. ჩვენ გვაქვს ფაქტი, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები. აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა, დაშვებულზე უფრო მეტი. დაზუსტებით სხვა რამის თქმა დღეისთვის რთულია.
დღეს მეუფე შიოს მდგომარეობა დღეს ნორმალურია და ის მუშაობს.“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, მეუფე შიო მოწამლეს.