ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანთან ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, კაცი საკუთარი Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

თავის არეში მიყენებული ტრავმებით მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.