დღეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო გამომდინარე სამუზეუმო ექსპონატების დაცვა-აღრიცხვის მოქმედი ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების მიხედვით. 2020 წელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნით, ხელოვნების სასახლიდან ადმინისტრაციისთვის გადაცემული იქნა ხუთი ნახატი დროებითი გამოფენისთვის. გაფორმდა შესაბამისი ბრძანება, გაფორმდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი. ამ ორი დოკუმენტით განისაზღვრა ის ვადა, რომელიც გადმოცემული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადმოცემისთვის. ორი წელი იყო ის ვადა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის დეკემბრის თვეში. შემდგომ, ამ მოქმედი ინსტრუქციის თანახმად, უნდა მომხდარიყო ან ვადის გაგრძელება, ან ამ ნახატების უკან დაბრუნება. - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე კახაბერ ჭუმბაძემ განცხადა. 

"ეს ყველაფერი გაწერილია ინსტრუქციაში. სხვათა შორის, მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს აწერს ადმინისტრაციის წარმომადგენელიც, როცა გადმოეცათ მათ ნახატები, იქ წერია, რომ ვადის ამოწურვისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ნახატების დაბრუნება. ამ წლის დასაწყისში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსული იქნა წერილი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ხელოვნების სასახლის წარმომადგენლები მოვიდნენ, გათვალისწინებული წესების მიხედვით და მოახდინეს მონიტორინგი ამ ნახატების, ანუ მათი დაცულობა იქნა შესწავლილი. აღმოჩნდა, რომ ერთი ნახატი არის დაზიანებული, ნახევის სახით აქვს დაზიანება, ხოლო ორს აღენიშნებოდა ანაქერცლი. ისევ და ისევ წესების მიხედვით, აღნიშნული ითვალისწინებს ამ ნახატების დაბრუნებას სამუზეუმო სივრცეში და მისთვის რესტავრაციის ჩატარებას.

ამ მიზნით უკვე გახლდით ერთხელ მოსულები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუ არ ვცდები, გასული კვირის პარასკევი დღე იყო, მაგრამ გაურკვეველი ახსნა-განმარტებები მივიღეთ და ხელი შეგვეშალა ამ ნახატების იმ დღეს წაღებაში. დღეს კვლავ გამოვცხადდით. კვლავ ავუხსენით ეს წესები შესაბამის პიროვნებებს და ნახატები გადმოგვეცა. ვერ გავიგე მათი ახსნა მაშინ, მართალი გითხრათ. განმარტება მიეცათ, რომ ნახატები დასაბრუნებელია, რომ ვადა აღარ არსებობს, ან ნახატების აქ ყოფნის იურიდიული საფუძველი აღარ არსებობს. ჩვენ იძულებული ვართ, დავიცვათ სამუზეუმო ექსპონატები. გართულებას მოვერიდეთ, თუმცა კიდევ ერთხელ კომუნიკაციის დროს ავუხსენით ეს წესები და დღეს წამოვიღეთ.

მაშინდელი მიღება-ჩაბარების აქტი როცა შედგა, 2020 წელს, იქ აღწერილობა მოცემულია და ნახატი დაზიანებული არ ყოფილა. ახლანდელი მონიტორინგის პერიოდში, როდესაც დეკემბრის თვეში მოხდა ეს მონიტორინგი აღმოჩნდა, რომ ნახატი დაზიანებული იყო. ამიტომ ვალდებული ვართ, ეს ნახატი წავიღოთ. რესტავრაცია მოხდება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მიღება-ჩაბარების აქტში გარკვევით წერია, რომ მას შემდეგ, რაც ნახატი ნებისმიერი დაწესებულების შენობაში აღმოჩნდება, მის დაცვაზე, შენახულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პიროვნებას, ვინც მიღება-ჩაბარებაზე აწერს ხელს. ხელს აწერს კოტე ნაცვლიშვილი. თუ არ ვცდები, მრჩეველია პრეზიდენტის კულტურის დარგში. კვლევა ჩატარდება, გაირკვევა მიზეზები, შეიძლება, ეს იყოს ბანალური მიზეზი, გადმოტანის დროს, არ ვიცი, რა იქნება, რესტავრატორი ჩაატარებს და ამის შემდეგ იქნება პასუხისმგებლობაზე საუბარი. შევხედავთ, შესაბამისი ექსპერტები გამოიკვლევენ დაზიანების მიზეზს და ამის შემდეგ მოხდება რეაგირება“,- განაცხადა კახაბერ ჭუმბაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექტორები შევიდნენ. როგორც გაირკვა დაახლოებით 2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,  სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი  ექსპონატის სახით წამოიღეს.  რომელიც ამ დროისთვის დაზიანებულია. თუმცა, ექსპონატების დაზიანების ფაქტს პრეზიდენტის მრჩევლის განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი უარყოფს და განაცხადა: ვიმონ დადიანის ნამუშევრებმა საქართველომდე ძალიან დიდი გზა გამოიარეს... ვერ დგინდება როდის დაზიანდა