ამის შესახებ შვედური მედია ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.
პოლიციის ანგარიშის თანახმად, შვედეთში 17500 ადამიანი ბანდის აქტიურ წევრად ითვლება და მათთან კიდევ 50000 ადამიანია დაკავშირებული.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდი ჯგუფი გვყავს, რომლებიც ან თავად არიან ბანდის აქტიური წევრები არიან, ან მათთან კავშირები აქვთ“, - ამბობს ეროვნული პოლიციის უფროსი პეტრა ლუნდი.
ის ამბობს, რომ დანაშაულების რაოდენობის შემცირების ნიშნები არ შეინიშნება, მაგრამ აღნიშნავს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სერიოზული დანაშაული აღიკვეთება.
პოლიციის წინა ანგარიშში, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა, ბანდების აქტიურ წევრთა რაოდენობა 14000 კაცი იყო, მათთან დაკავშირებულ პირთა კი 48000, თუმცა, როგორც პოლიცია განმარტავს, განსხვავება არა ბანდების წევრთა და მათთან დაკავშირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდით, არამედ შეფასების მეთოდების ცვლილებით არის განპირობებული.
პოლიცია აღნიშნავს, რომ ბანდის აქტიურ წევრთა რაოდენობა 17500-ზე მეტია და ეს რიცხვი შედეგია შეფასების ვიწრო კრიტერიუმის, რომლის თანახმადაც ბანდის აქტიურ წევრად ითვლება პირი, რომელმაც სხვებთან ერთად და სხვადასხვა დროს ჩაიდინა სერიოზული დანაშაული.
ბანდების აქტიურ წევრთა 81% მხოლოდ შვედეთის მოქალაქეა, 8%-ს აქვს ორმაგი მოქალაქეობა და დაახლოებით 10%-ს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. ბანდების აქტიურ წევრთა საშუალო ასაკი 28 წელია.




