თბილისის მერი კახა კალაძე ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"საქართველოს და თბილისს, ქართულ სამუსიკო ხელოვნებას ცნობილი კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, საპატიო თბილისელი - ვაჟა აზარაშვილი გამოაკლდა. კაცი, რომლის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი უკავია თბილისის თემას, რასაც საყოველთაოდ აღიარებული, ყველასთვის საყვარელი სიმღერები მიუძღვნა.
მისმა შემოქმედებამ დიდი ხანია უკვდავყო ვაჟა აზარაშვილის სახელი. კვლავაც არაერთხელ გაჟღერდება საოცარი ჰანგები თბილისზე, "დინამოზე" და ყველას ემახსოვრება ამ ჰანგების ავტორი - ვაჟა აზარაშვილი. ვიზიარებ ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრების, მისი მეგობრების, მთელი საქართველოს მწუხარებას." - ნათქვამია კალაძის სამძიმრის წერილში.