ქართველი მუსიკოს, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
ბიოგრაფია:
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს.
1961 წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც; 1971 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი(1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი; მისი შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო; ძირითადი მიმართულებაა ინსტრუმენტული და საესტრადო მუსიკა; ავტორია: სიმფონია(1966, სამ ნაწილად), 2 სავიოლინო კონცერტი(სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის(1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის(1973), 2 ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის "მუსკომედიის" სცენაზე(1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის(1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1961), 2 პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის(1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის; მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს: "თბილისური ლირიკული", "სიმღერა თბილისზე", "სიმღერა მეტეხზე", პოპულარულია მისი სიმღერები: "მუსიკა", "დღეები მიდიან", "პატარა გოგო", "მზე ჩემი მეგობარია", "ისევ წვიმს", "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", "დინამო, დინამო" და სხვ; მის სიმღერებს წარმატებით ასრულებენ მომრერლები: ნ. ბრეგვაძე, გ. ჩოხელი, ვ. კიკაბიძე, ე. კაკულია, თ. გვერდწითელი, ანსამბლები: "ორერა", "რერო", "ივერია", "თეატრონი" და სხვა. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია (1982). პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.
საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, თავმჯდომარე (1998-2007)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია2003 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია1999 - თბილისის საპატიო მოქალაქე1998 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია1996 - ღირსების ორდენი
ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის1988 - საქართველოს სახალხო არტისტი1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე1974 - საქართველოს კომკავშირის პრემია