იმდენად ცუდად იყო, კიდევ რაღა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„ოდნავ ხელი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა. სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს, ყველაფერი უბედურება. ხელის დადებით აღენიშნებოდა ტემპერატურა, ისე აღარ მიკითხვას, იმდენად ცუდად იყო, კიდევ რაღა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი“, - განაცხადა ალასანიამ.