მიშასთან მის შვილს, ნიკოლოზს არ უშვებენ - ესეც წამების ერთ-ერთი ფორმაა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედში“ შვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მუდმივად აქვს სიცხე, ხანდახან 38 გრადუსზე მეტი. გაუსაძლისი სახსრების და მყესების ტკივილი აქვს და პრაქტიკულად სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა.
შვილი მოვიდა, ნიკოლოზი, ეს უკვე არაერთხელ მეორდება, რომ ადამიანი მოჰყავთ, ზის ბოლო წუთამდე, უარი არ არის, არც თანხმობაა, მაგრამ შემდეგ უკანასკნელ მომენტში უარია, ესეც არის წამების ფორმა. ახსნა-განმარტებას არ გვაძლევენ - უბრალოდ არ უშვებენ და მორჩა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.