ჩვენი პრეზიდენტის გულისტკივილი დავინახე, არ მიიწვიეს უკრაინაში, უკაცრავად მაგრამ ციხეში გიკვდება ადამიანი, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
„ჩვენი პრეზიდენტის გულისტკივილი დავინახე, ის არ მიიწვიეს უკრაინაში, უკაცრავად მაგრამ ციხეში გიკვდება ადამიანი, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და შენს ერთ ხელმოწერაზეა დამოკიდებული მისი თავისუფლება და შენ ამას არ აკეთებ“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.