ამის შესახებ ფსიქოლოგმა ანდრო დგებუაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
"არა მარტო სიყვარული არ გჭირდებათ თქვენ, არამედ არაფერი არ გჭირდებათ. აი რომ ვთქვათ ჰაერი და საჭმელი და ასე შემდეგ, ეგეც არ სჭირდება თქვენს არსს. სხეულს კი სჭირდება. მაგრამ არსობრივად არა. მე როდესაც ვამბობ რომ მე ვარ შენში რაც არის შენი არსი უდრის თავიდანვე ჩემს არსს, აი მაგას შეგიძლია დაარქვა სიყვარული. შეიძლება დღეს ავსებული ვიყო სიყვარულით, ხვალ მუსიკით, ზეგ პოეზიით... არსს და ფორმას აქვს ასეთი დაპირისპირება. არსი არის ერთი და მხოლობით რიცხვში და ფორმა არის ათასი. ეს არსი არ ამბობს რომ მაინც და მაინც სიყვარულით გამოვვლინდე, გინდა თუ არა ჯაზური ვიყო, გინდა თუ არა გურული ვიყო. სისულელეა, რომ ვთქვათ რომ ლამაზი არის გურული და ვერ იქნება კახური. ყველაფერი შეიძლება იყოს ლამაზი, თუ კი ის ნაღდია. და ნაღდობას ვერ დავიჭერთ ჩვენ ვერც ერთ ფორმაში",- განაცხადა მან.