მსჯავრდადებული საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექთანი კლინიკა "ვივა მედში" აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ზოგიერთ საკვებს და მედიკამენტს განზრახ არ იღებდა.

„ნივთებს ისროდა. მე რომც არ ვთქვა, მე მგონი მსოფლიომ ნახა ეს კადრები და ეს არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი დამემშვიდებინა. ვცდილობდი ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზედაც უარი მივიღე. ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, ცოტა ხანში მოიხსნა და გადაისროლა „ლიპუჩკები“. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა. 

ჩემი მორიგეობის დროს, ვნახე, რომ მოტანილი იყო ლობიო, კიტრი, კომბოსტოს სალათა. არ ვიცი რამდენ კალორიას შეიცავდა, მაგრამ პაციენტი ძალიან ცოტას ჭამდა. თვითონ არ ჭამდა. შეჭამდა 2-3 კოვზს და დანარჩენი ნაგავში. 

იყო შემთხვევები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არჩევით სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე უარს აცხადება. ეს ყველაფერი დანიშნულების ფურცელზეა დაფიქსირებული.

ყველა იყო დაინტერესებულიყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს. გვეუბნებოდა - ამ წამალს არ დავლევ." , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.