ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას, რომ თუ პატიმარს გაათავისუფლებენ, არ არის გამორიცხული სააკაშვილი სამკურნალოდ საქართველოში დარჩეს.
"საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულ თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან. რომლებიც პერიოდულად აღიარებენ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი მაზოხისტურ საქმიანობას ეწევა, თავისი თავის დაზიანების მიზნით და ყველამ კარგად იცის რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, "ვივამედს" გააჩნია ის რესურსი, რომელიც საჭიროა მკურნალობისათვის. არსებობს მკურნალობის გარკვეული კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყო თვალხილული და იმისთვის, რომ როგორმე საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი არის ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს," - ამბობს ვოლსკიმ.