შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.

დაკავებული რ.ა., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ, 2013 წლიდან, ორგანიზებული დაჯგუფების წევრობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა რ.ა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მარნეულში დააკავეს.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.