ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში, მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

„ჩვენი ოთახი [სააკაშვილის პალატის] მოპირდაპირე მხარეს არის და რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია - ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში. მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, -ამბობს მედდა.

ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის დადებით ეპიზოდებიც ჰქონია და პაციენტის განწყობა სასამართლო დღეებში იცვლებოდა.