დავწერე განცხადება გათავისუფლებაზე, არ შემიძლია იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის ატანა, რომელიც ჩემზე ხორციელდება - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.
„მე დავწერე განცადება გათავისუფფლებაზე და შევიტანე ქალბატონ ნინოსთან, სადაც წერია, რომ არ შემიძლია მანდ მუშაობა, ვეღარ ვიტან იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც ხორციელდება ჩემზე. მე ვარ ექთანი, რომელიც პირნათლად, ამ დროის განმავლობაში, ასრულებდა თავის მოვალეობას.
სასამართლოზე ბატონმა შალვამ მთელი მსოფლიოს წინ განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც იყო იმ კადრებში, რომელიც ტელევიზიით გავრცელდა. იმ კადრებში სახე მაინც იყო დაფარული, ისეთი სტრესი იყო ჩემთვის ამის მოსმენა... კი ბატონო მე ვიყავი. ნივთებს ისროდა, ეს კადრებიდანაც ჩანს, რომც არ ვთქვა, ეს არავისთვის არ იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა, პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი დამეწყნარებინა, ვცდილობდი ამეწია საწოლის სახელურები, რომ არ გადმოვარდნილიყო, რაზედაც მივიღე უარი. ჩემი გადასახედიდან ეს ჰგავდა დადგმულ სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობდა უნიჭიერესი მსახიობი. 23 რიცხვში ვიყავი ბოლოს პაციენტთან მორიგე, ამიტომ არ შემიძლია გითხრათ, რა მდგომარეობაშია დღეს, მაგრამ აგვისტოდან 23-მდე კრიტიკული მაჩვენებელი არ ფიქსირდებოდა"- ამბობს მედდა.