პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბესიკ ტაბიძეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს დავით შარაშიძესა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კუჭავას შეხვდა.


შეხვედრებზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში კულტურის სფეროს ძირითადი გამოწვევები, არსებული საჭიროებები,  სამომავლო გეგმები და პროექტები, რომლებიც კულტურის სფეროს მხარდაჭერასა და ადგილობრივი კულტურული ცხოვრების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.