პაციენტთან ძირითადად მოჰქონდათ ლობიო, კიტრი, კომბოსტოს სალათა, ორ-სამ ლუკმას შეჭამდა და დანარჩენს ნაგავში აგდებდა - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი მორიგეობების დროს, ვნახე, რომ მოტანილი იყო ლობიო, კიტრი, კომბოსტოს სალათა. არ ვიცი რამდენ კალორიას შეიცავდა, მაგრამ პაციენტი ძალიან ცოტას ჭამდა. თვითონ არ ჭამდა. შეჭამდა 2-3 კოვზს და დანარჩენი ნაგავში. იყო შემთხვევები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არჩევითად სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე უარს აცხადება. ეს ყველაფერი დანიშნულების ფურცელზეა დაფიქსირებული. გვეუბნებოდა - ამ წამალს არ დავლევ“- ამბობს მედდა.