ბავშვებს, რომლებიც, საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის საყურებლად, სტადიონზე თამაშის დაწყებამდე 5 საათით ადრე შეიპარნენ, „დინამოს" პრეზიდენტმა ფინალის ბილეთები გადასცა.

„ნახევარფინალის უსაყვარლესი გმირები დინამოს პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ, ფინალის ბილეთებით დაასაჩუქრა", -წერია „დინამოს" ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, "დინამო არენაზე", საქართველო ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მიხეილ აბაიშვილი