გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ ქუჩას აწესრიგებს.
ამჯერად, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე მთავრდება. სამუშაოების შედეგად, 270 გრძივ მეტრ ფართობზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ასფალტის ორი ფენა საფარი კი, 7 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იგება. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 550 000 ლარი დაიხარჯება. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.