„შინაური ცხოველი ნივთი არ არის და არც ფუფუნების საგანია. არ შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში მოვეფეროთ და შემდეგ გარეთ გავაგდოთ “, - განცხადება შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის საკითხზე თბილისის საკრებულოს წევრმა არჩილ გორდულაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
„ადამიანებს უნდა გავაგებინოთ და კამპანია ვაწარმოოთ, რომ, თუ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ცხოველის მოვლაზე, ნუ ავიყვანთ მას, რომ მერე მისი გარეთ გაშვება არ მოგვიწიოს. ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის საკითხი პრობლემური თემაა, მასში ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. თუმცა ჩვენ პრობლემებს არ გავურბივართ და მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.