ვარკეთილში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა, თუმცა "თბილისი ენერჯი"-ს ინფორმაციით, ორი ახალგაზრდის CO-თი (ცეო) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.
სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის." - ნათქვამია "თბილისი ენერჯი"-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.








