ვფიქრობთ ეს პოსტიც ისეთივე აქტუალური იქნება როგორც სხვა დანარჩენები ☺️❤️
საზღვაო სეზონი დაიწყო და ბევრმა მეპატრონემ ზღვას მიაშურა, ცხადია ოთხფეხა მეგობრებიც გაიყოლეს 🏖
გვინდა აღნიშნულთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ✌️ - ამის შესახებ ვეტერინარული კლინიკა "ვეტექი" სოციალურ ქსელში წერს.

ვფიქრობთ ეს პოსტიც ისეთივე აქტუალური იქნება როგორც სხვა დანარჩენები ☺️❤️
საზღვაო სეზონი დაიწყო და ბევრმა მეპატრონემ ზღვას მიაშურა, ცხადია ოთხფეხა მეგობრებიც გაიყოლეს 🏖
გვინდა აღნიშნულთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ✌️
🏊‍♂️ მარილიან წყალში ცხოველის ხშირი შესვლა/ბანაობა განაპირობებს ბეწვის და უშუალოდ კანის გამოშრობას, განსაკუთრებით თუ ცურვის და დასველების შემდეგ გამდინარე წყალს არ გადაავლებთ თქვენს ოთხფეხა ოჯახის წევრებს. დიდია ალბათობა იმისა რომ კანის დაავადებების მკურნალობა მოგიწევთ
🏖 ძაღლების ყოფნა სანაპირო ზოლზე განსაკუთრებით დღის ცხელ პერიოდში არის სასტიკად აკრძალული. თუ ძალინ გარდაუვალია ცხოველის სანაპიროზე ყოფნა, მაშინ აუცილებელია ქოლგით მოუჩრდილით ცხოველს, რათა გადახურებას არ ქონდეს ადგილი. მავნე მზის სხივებს თავისი შედეგები აქვს ცხოველისთვისაც
💦 სანაპიროზე ცხოველის ყოლისას აუცილებელ პირობას წარმოადგენს წყლის  უწყვეტი მიწოდება, რათა მან მოახერხოს წყურვილის მოკვლა და ორგანიზმის შეძლებისდაგვარად გაგრილება. არასაკმარისი წყლის მიწოდება აჩქარებს ორგანიზმის გადახურებას და სითბური დაკვრის რისკებს ზრდის
❌  გრძელბეწვიანი და თივთიკის მქონე ძაღლების სანაპირო ზოლზე ყოლა დღის განმავლობაში გაცილებით სარისკოა სიცოცხლისთვის ვიდრე დაბალბეწვიანის. მიზეზი? გაცილებით თბილი ქურქი აცვიათ და სწრაფი გადახურების გეშინოდეთ. 
❗️ ზოგადი წესები:
🧫 მიუხედავად იმისა ხართ თუ არა ზღვაზე - აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი, წყალზე დამზადებული საშუალებები. განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც ნაკლები ბეწვია. 2მაგი ყურადღება მიაქციეთ თეთრ ცხოველებს. 
❌ არ გაპარსოთ ცხოველები, რადგან მათ თერმორეგულაციის პროცესებს უშლით ხელს და ბევრი პრობლემისგან დაუცველს ტოვებთ.
🚙 მანქანით მგზავრობისას არ დატოვოთ ცხოველი ფანჯრებ დახურულ სივრცეში, გადახურებამ შეიძლება მათი სიკვდილი გამოიწვიოს
🔥ცხელ ამინდებში ცხოველების გასეირნება უნდა მოხდეს დილით ადრე და გვიან საღამოს, რათა თავიდან ავიცილოთ მათი გადახურება. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით მოფსების, ინგლისური ბულდოგების და სხვა ბრაქეოცეფალი ჯიშის ძაღლების მეპატრონეები
🐾 არ ასეირნოთ ცხოველები გახურებულ ასფალტზე, ქვებზე და ქვიშაზე, ასე თავიდან აირიდებთ ბალიშების დამწვრობას
მშვიდობიან ზაფხულს გისურვებთ🙏🏻 მუდამ თქვენს პატარა ოჯახის წევრებზე მზრუნველი #Vetexi 🐾❤️🥰🦦- წერს  ვეტესი.

ფოტო აღებულია ინტერნეტიდან