ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პატრონიან ცხოველებს, თავშესაფარში რეგისტრაციის შემთხვევაში, სტერილიზაცია-კასტრაციას უფასოდ ჩაუტარებს.
მეპატრონეებს, რომელთაც სურთ აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა, წინასწარ უნდა მიმართონ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს ნომერზე - 032 2 421 171
ცხოველის რეგისტრაციისთვის საჭიროა მისი იდენტიფიკაცია (ჩიპირება), რომლის საფასური თავშესაფარში 19 ლარს შეადგენს. ხოლო იდენტიფიკაციის შემდეგ, ხდება ცხოველის რეგისტრაცია კონკრეტულ მეპატრონეზე.
სააგენტოს შეთავაზების მიზანს რეგისტრაციისა და სტერილიზაციის წახალისება წარმოადგენს.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ასევე, სავალდებულოა შერეული ჯიშის (მეტისი) შინაური ცხოველის სტერილიზაცია.