სამწუხაროდ, ვანდალიზმის ახალი ფორმები გაჩნდა თბილისში- ცხოველების გაწრთვნა-ვარჯიში სკვერებსა და პარკებში არსებულ ხეებზე.ჩვენი მებაღეები - „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ყოველდღიურად აწყდებიან ახლად დარგულ, დაზიანებულ მცენარეებს. - ამის შესახებ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაუხრის ხელმძვნელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
"აღარაფერს ვამბობთ მოთხრილ და მოპარულ ნარგავებზე. მეგობრებო, ნუ ჩაუვლით გულგრილად გვერდს ამგვარ ფაქტებს, ეს რეკრეაციული სივრცეები ხომ ჩვენი შვილებისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის კეთდება და მისი მოვლა-პატრონობა ყველას ვალდებულებაა." - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.