„არა, მიუსაფრების გენოციდს! იყავი მიუსაფრების ხმა“ – ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან მიუსაფარი ცხოველების დასაცავად აქცია გაიმართა.

ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების მიზანი მიუსაფარი ცხოველების პრობლემაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ჰუმანური მიდგომების მხარდაჭერა იყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს გამაფრთხილებელი შეკრება იყო, სადაც შეკრებილებმა ევთანაზიის პროცესის დასრულება და გამქრალი ცხოველების თავდაპირველ ტერიტორიებზე დაბრუნება მოითხოვეს.