"თუკი რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანს ეკადრებინა ყველაფერი იკადრეს ჩემს მიმართ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა. 

ოჯახის მიმართ იმდენ სიბინძურეებზე საუბრობდნენ, ჩემი მეუღლის მიმართ, ჩემი შვილების მიმართ. ჩემს მეუღლეს რაებს წერდნენ. ადამიანმა რომ ნახოს რას წერდნენ ჩემს მეუღლეს, რომ მე უნდა გამშორებოდა, ვითომ რაღაცა კუბოები... წარმოუდგენელი რაღაცები, ეს არის ბოროტება, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერდ აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს, ადამიანი შანტაჟის ქვეშ ამყოფოს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი და პასუხისმგებელი ვარ ყველა ჩემს ქმედებაზე".- განაცხადა კახა კალაძემ.