აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, შოთა მამულაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში  2025 წელს აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა.

სესიაზე წარმოდგენილი იყო ფიჭვნარის, გონიო-აფსაროსის, პეტრა-ციხისძირის, ქობულეთის, მახუნცეთის, ჩხუტუნეთის, ოქროპილაურის, მახვილაურისა და ქვედა სამების ტერიტორიებზე განხორციელებული არქეოლოგიური კვლევების ძირითადი შედეგები. 

აღნიშნული სამეცნიერო სესია წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას არქეოლოგებისა და მკვლევრებისთვის, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული საზოგადოებისთვის და მიზნად ისახავს რეგიონში მიმდინარე კვლევითი პროცესების შეჯამებასა და მიღებული შედეგების მეცნიერულ ინტერპრეტაციას.

სემინარს აჭარის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები,  არქეოლოგები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.