თბილისის საკრებულოს წევრმა და ამავდროულად ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი, მისი მხარდაჭერა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მიღწეული წარმატებისა.
"ფეხბურთის ფედერაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს და ჩვენს უძვირფასეს გულშემატკივარს. თქვენგან მიღებული დადებითი ემოციები და ერთგულება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ წარმატებისა, რომელსაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა მიაღწია. მადლობა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და ყველას, ვინც თავი არ დაზოგა, რომ ჩვენი ქვეყანა გვესახელებინა“, - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.