კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მე-12 კლასის მოსწავლეებს „ბოლო ზარს“ ულოცავს.
"დღეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული დღეა, „ბოლო ზარი“, რომელიც ჩვენი ახალგაზრდების ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და დაუვიწყარ ეტაპს აჯამებს.
„ბოლო ზარის“ შემდეგ თქვენ ასრულებთ სკოლას, მაგრამ თან მიგაქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი: ცოდნა, განათლება და გამოცდილება. წინ ახალი გზები, ოცნებები და გამოწვევებია. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის
სრულად რელიზებას და იმ საქმის პოვნას, რომელიც გულით გეყვარებათ.
გილოცავთ ამ ლამაზ დღეს და უდიდეს წარმატებას გისურვებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენ არა მხოლოდ თქვენი ოჯახის, არამედ ჩვენი ქვეყნის იმედი და მომავალი ხართ, თქვენი გამარჯვება - საქართველოს გამარჯვებაა! - ნათქვამია თინათინ რუხაძის მილოცვაში.








