საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციის პირველი სტუმრები სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების სტუდენტები არიან.
მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის შვიდი სტუდენტი უკვე ლევილის ქართველთა მამულში იმყოფება. ისინი ადგილზე მუშაობენ საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად, რომლებიც მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება. ნამუშევრების პრეზენტაცია ლევილის ქართული ფესტივალის გახსნის დღეს, 24 მაისს, შედგება.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.