ლევილის ქართველთა მამულში შატოს სახურავის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს.

სახურავის დასავლეთ მხარის გადახურვა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია. სამუშაოებისას გამოყენებულია იმავე ტიპის კრამიტი, როგორითაც შატო აქამდე იყო გადახურული.

შატოს ახლებური გადახურვა მიმდინარე წლის ბოლომდე დამთავრდება.