საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით ლევილის ქართველთა მამულის იმ ნაწილში, რომელიც ძველად ლე ჰამოს სახელით იყო ცნობილი, ქართველი ხელოვანებისათვის სარეზიდენციო სივრცეები მოეწყო. 

ამ მიზნით რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლე ჰამოში მდებარე შენობა-ნაგებობებს. ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების აღჭურვა.

შემოქმედებითი რეზიდენცია მაისში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს რამდენიმე კვირით უმასპინძლებს.

რეზიდენციაში მოეწყო ექვსი სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, ხოლო ექსტერიერში გაკეთდა ტერასა, სადაც მომავალში კაფე მოეწყობა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.