"2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, განმეორებით, წარდგენილია მწერალ აკა მორჩილაძის კანდიდატურა" - ამის შესახებ ინფორმაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს:

"პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურისა და შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, განმეორებით, წარდგენილია მწერალ აკა მორჩილაძის კანდიდატურა.

 წარმატება მას და სრულიად საქართველოს!"