თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 

მამაკაცი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. 
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიღებული დაზიანებების გამო, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.